Accentnews.ge
პარლამენტში ჟენევის და ბრიუსელის ბოლო შეხვედრებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

პარლამენტში ჟენევის და ბრიუსელის ბოლო შეხვედრებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

13/01/2022 11:10:58 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-სა და რუსეთს და ნატოსა და რუსეთს შორის ამ კვირაში გამართული შეხვედრების შესახებ.

ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

სხდომის დახურვამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ მინისტრების მოადგილეებისგან მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ამ მოლაპარაკებების შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძემ და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ სხდომის დახურული რეჟიმით ჩატარება საკითხის სენსიტიურობით ახსნეს.

10 იანვარს ჟენევაში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო 12 იანვარს, ბრიუსელში ჩატარდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. ფონია ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები, მათ შორის აღმოსავლეთით ნატო–ს არგაფართოების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S