ინსპექტორი–პრეზიდენტზე: "ძალიან რთულია ამ ქვეყნაში ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება"

13-01-2022 19:04:50 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას არ აქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონის პარლამენტში დასაბრუნებლად და აღნიშნავს იმასაც, რომ სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება საქართველოშ რთულია.

"ძალიან რთულია ამ ქვეყნაში ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რაოდენ რთულია სწორი პოზიციის დაკავება სწორ დროს, თუმცა ხელის მოწერას მოჰყვა მისი ასევე მწვავე განცხადება, რომელშიც საუბარია არაერთ პრობლემაზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი და მასაც აქვს დანახული.

ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს კანონი ამ ფორმით მისაღები არ არის, მაგრამ რატომ არ იქნა ვეტოში გამოხატული ამაზე, ალბათ, თავად ექნება პასუხი", - თქვა თოლორაიამ "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, ვეტოს მოლოდინი გააჩინა პრეზიდენტის საკმაოდ მწვავე განცხადებამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს და რომლის მიმართაც თავად კრიტიკული პოზიცია ჰქონდა, ვეტო არ დაადო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები