"განაჩენი მძიმეა"– ჯაფარიძეს შესაძლოა, პარლამენტი დაატოვებინონ

14-01-2022 17:55:29 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი იმსჯელებს "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, რადგან "განაჩენი მძიმეა".

"განაჩენი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მძიმეა. ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7–7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები