Accentnews.ge
„ეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის“ – აშშ–ის ელჩმა პარლამენტში შეხვედრები გამართა

„ეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის“ – აშშ–ის ელჩმა პარლამენტში შეხვედრები გამართა

20/01/2022 10:23:43 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტში დღეს შეხვედრები გამართა.

როგორც ელჩმა განმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება იყო. ასევე განიხილეს საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

მისი თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია.

„მქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს და გვესაუბრა მის პრიორიტეტებზე და ხედვებზე სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ასევე, მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ასევე განგვეხილა პრიორიტეტული საკითხები. როგორც შეხვედრაზე გვითხრეს, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომ ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის საზღვართნ შექმნილ დაძაბულობას, დეგნანის თქმით, დასალეთი აგრძელებს საუბარს რუსეთთან, რომ რათა იპოვოს დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად:

„ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი და ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში, იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც ევროპას, ევროპის ქვეყნებს სტაბილურად ყოფნის, მათ შორის საქართველოს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა:

„ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით, როგორიცაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბევრი ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს ისე აშშ-ის კონსტიტუციით. ჩვენი, აშშ-ის მიზანი არის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას დიპლომატიური გზებით, სწორედ ამიტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ასევე, ენტონი ბლინკენი შეხვედრას გამართავს დღეს ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან ერთად მაგიდასთან დაჯდომას, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S