Accentnews.ge
კელი დეგნანი: "საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ყველა კონსულტაციაში ჩავრთეთ"

კელი დეგნანი: "საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ყველა კონსულტაციაში ჩავრთეთ"

20/01/2022 11:12:35 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტში ვიზიტის შემდეგ უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და ყოველი ჩვენთაგანისათვის, ფუნდამენტური ინტერნაციონალური პრინციპების დაცვაში, რომლებმაც ევროპაში მშვიდობა და კეთილდღეობა შეინარჩუნა ბოლო 30 წელზე მეტის განმავლობაში:

„ცხადია, რომ რუსეთმა შექმნა კრიზისული ვითარება, ჩვენ ახლაც რუსეთთან დისკუსიებისა და მოლაპარაკებების პროცესში ვართ, რათა განვსაზღვროთ, თუ რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიული ქმედებების უკან უკრაინის მისამართით. ჩვენ ჩავრთეთ საქართველო ჩვენს ყველა კონსულტაციაში და ჩვენ შევინარჩუნებთ ახლო კომუნიკაციასა და კორდინაციას საქართველოსთან. რადგან ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, ეს გავლნას ახდენს, როგორც ვთქვი, ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელმაც ევროპული უსაფრთხოება სტაბილურად შეინარჩუნა და საშუალება მისცა ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა განეცადათ. სწორედ ესაა ჩვენი ამოცანა, რომ დავიცვათ ეს პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ცხოვრების ჩვენეული წესი, რომელსაც ყველანი ვუფრთხილდებით, სადაც ხაზგასმულია თავისუფლება, სადაც ხაზგასმულია ბევრი უფლება, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვითაც და ამერიკის კონსტიტუციის მიერაც. სწორედ ესაა მთავარი საკითხი აქ. ჩვენი ამოცანა, შეერთებულ შტატებში, არის ის, რომ გადავჭრათ ეს დიპლომატიური ხერხებით და ამიტომაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ხვალ შეხვდება ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, ამიტომაც სახელწმიფო მდივანი ბლინკენი დღეს ხვდება ბერლინში ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან ერთად მაგიდასთან ჯდომას და მოვუსმენთ მათ შეშფოთებას და ვეცდებით, რომ დიპლომატიური გამოსავალი მოვუძებნოთ ამ კრიზისს,რომელიც რუსეთმა შექმნა“,- განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S