ტყუილია ინფორმაცია, თითქოს NATO-ს საჰაერო ოპერაცია კოსოვოს თავზე უკანონო იყო

21-01-2022 12:09:19 პოლიტიკა

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს NATO-ს საჰაერო ოპერაცია კოსოვოს თავზე უკანონო იყო.

კოსოვოში NATO-ს ოპერაციას წინ უსწრებდა გაერო-სა და იმ საკონტაქტო ჯგუფის ხანგრძლივი სამშვიდობო ძალისხმევა, რომელშიც რუსეთიც შედიოდა. მშვიდობიანი დარეგულირების ეს მცდელობები წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. გაერო-ს უშშროების საბჭომ არაერთგზის შეაფასა კოსოვოში ეთნიკური წმენდა და დევნილთა რაოდენობის ზრდა საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

"NATO-ს ოპერაცია “ელლაიდ ფორს” დაიწყო იმ მიზნით, რათა აღკვეთილიყო ადამიანის უფლებების მასშტაბური განგრძობადი დარღვევები და სამოქალაქო პირთა მკვლელობები. საჰაერო კამპანიის დასრულების შემდეგ, გაერო-ს მანდატის (გაერო-ს უშშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის) შესაბამისად, ნატო-ს თაოსნობით ჩატარდა სამშვიდობო ოპერაცია რუსეთის მონაწილეობით, რომლის მიზანს კოსოვოში უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენდა" - აცხადებენ ალიანსში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები