საქართველოში აშშ–ის ელჩი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

21-01-2022 16:10:26 პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა,- იუწყება საქართველოში აშშ-ის საელჩო.

„დღეს ელჩმა დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლგოვს უმასპინძლა, რათა ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინაში მიმდინარე ვითარების განსახილველად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები