Accentnews.ge
ღარიბაშვილი: „იორდანიაში კულტურის ცენტრის აშენებისთვის სამთავრობო კომისია შეიქმნება“

ღარიბაშვილი: „იორდანიაში კულტურის ცენტრის აშენებისთვის სამთავრობო კომისია შეიქმნება“

24/01/2022 07:20:22 პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იორდანიაში, იმ 4 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გადმოეცა, კულტურის ცენტრი აშენდება.

მისი კონცეფციის და პროექტის შესამუშავებლად კი სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელშიც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

"იორდანიის წმინდა მიწაზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კულტურის ცენტრის მშენებლობას ვგევმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას. დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ.

მინდა, ამ პროცესში ხაზი გავუსვა მისი უწმინდესობის როლს. მასთან ერთად ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქს თეოფილუსს და იორდანიის არქიეპისკოპისს. განსაკუთრებით, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ზაზა კანდელაკს.

კომისიის მუშაობაში ჩვენ ვთხოვეთ ჩართვა მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S