ზურაბ ჯაფარიძე 1 000 ლარით დააჯარიმეს
24/01/2022 17:18:10 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო, 1 000 ლარით დააჯარიმეს.
"ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. ახლა, რადგან არ გვანახე, 1 000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო მანდატის გაუქმებაა, რომელიც ისედაც აღარ მაქვს", - წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
ზურა ჯაფარიძეს მანდატი გასული წლის 16 ნოემბერს შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატის მანდატი ჰერმან საბომ მიიღო.


