მტკიცება, რომ რუსეთს უფლება აქვს, გადაწყვიტოს NATO–ს წევრობის მსურველთა ბედი, ტყუილია
26/01/2022 09:33:32 პოლიტიკა
რუსეთ–დასავლეთის მზარდი დაპირისპირების ფონზე, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, თითქოს კრემლს უფლება აქვს, გადაწყვიტოს სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის, მოითხოვოს გარანტია, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევლენ. რეალურად მას ამის უფლება არ აქვს.
ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნვეყოფის საკუთარი მექანიზმები. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპია, რომელსაც რუსეთმაც დაუჭრა მხარი (იხ. ჰელსინკის დასკვნითი აქტი).
"გარდა ამისა, როდესაც რუსეთმა ნატო-რუსეთის ფუძემდებლურ აქტს მოაწერა ხელი, მან ვალდებულება იკისრა, «პატივი სცეს ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და მათ ურყევ უფლებას, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები თავად აირჩიონ». უკრაინასა და საქართველოს უფლება აქვთ, თავად შეარჩიონ კავშირები, რუსეთს კი, რასაც ის თავადაც არაერთგზის დაეთანხმა, უფლება არ აქვს, ქვეყნებს ეს არჩევანი უკარნახოს. ჩვენ უკუვაგდებთ ევროპაში გავლენის სფეროების შესახებ ნებისმიერ იდეას – ისინი ისტორიის ნაწილია და ასეთად უნდა დარჩეს" - აცხადებენ ალიანსში.


