Accentnews.ge
ზურაბიშვილი მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს, თავად ძალადობის აქტებს კი „ინდივიდუალურ ქმედებას“ უწოდებს

ზურაბიშვილი მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს, თავად ძალადობის აქტებს კი „ინდივიდუალურ ქმედებას“ უწოდებს

26/01/2022 14:13:18 პოლიტიკა

სქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმინება პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს, რისი ამსახველი კადრების მოპოვებაც შესაძლებელი გახდა და გავრცელდა მედიით.

აქტივისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც უწევთ ამა თუ იმ პირის ინტერესების დაცვა, რომლებიც ძალოვან უწყებებს ძალადობაში ადანაშაულებენ, სისტემურ პრობლემებზე მიუთითებენ, თუმცა პრეზიდენტი მსგავს ქმედებებს ინდივიდუალურს უწოდებს და ამბობს, რომ განზოგადება არ შეიძლება.

„უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“,– ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღეებში გავრცელდა ორი ვიდეო: ერთში ჩანს, რომ პოლიციელი ძალადობს შშმ მოზარდზე, მისი მეწყვილე კი პროცესს რეაგირების გარეშე ადევნებს თვალს. მეორე ვიდეო პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტს ასახავს. ორივე ეპიზოდის ფიგურანტები დაკავებულები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S