Accentnews.ge
„ბოიკოტი დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა მოედანს“

„ბოიკოტი დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა მოედანს“

27/01/2022 13:03:06 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საპარმანენტო ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში პარტიის ფრაქცია ფორმას დაკარგავს.

„საპარლამენტო ბოიკოტი კიდევ დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება იმ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და წონამომატებული და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, სადაც ბევრს ვერაფერს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ პარტიას პარლამენტში დაბრუნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ამ საკითხზე დღეს ჟურნალისტებს ენმ–ის წევრი თინა ბოკუჩავაც ესაუბრა.

მისი ცნობით, ფრაქციის წევრების თითქმის ნახევარი კოვიდ–ინფიცირებულია, რის გამოც საკითხზე ონლაინრეჟიმში მსჯელობა გართულებულია:

„ფრაქციის პრაქტიკულად ნახევარს, სამწუხაროდ, აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ონლაინრეჟიმში მსგავს საკითხებზე მსჯელობა ცოტათი გართულებულია. შეიძლება რაღაც შერეული მეთოდით ვიმსჯელოთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. იცით, რომ მათ შორის რეზოლუციის ნაწილში, ჩვენ გამოვიყენეთ უკვე ასე თუ ისე საპარლამენტო ფორმატი, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია, საქართველომ და საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ ჩავდექით მათ შორის ავანგარდში იმის, რომ თანამშრომლობის ხელი გაგვეწოდებინა „ქართული ოცნებისთვის“, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში“.

მისი აზრით, ბრძოლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მნიშვნელოვანია, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის:

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა ბრძოლის ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის – იქნება ეს ვთქვათ, რაღაც მიზნობრივად საპარლამენტო ფორმატის და პლატფორმის გამოყენება, იგივე, პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტის შემსწავლელი კომისიის შექმნის მიზნით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ შესვლა, როგორიცაა უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა თუ სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნა. რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოოდ არ შევჯერებულვართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S