Accentnews.ge
„ფორმალური პროცედურაა" – ოპოზიციონერი დეპუტატი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

„ფორმალური პროცედურაა" – ოპოზიციონერი დეპუტატი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

28/01/2022 09:18:47 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს იყო ფორმალური პროცედურა.

„ფორმალური პროცედურაა, რეგლამენტითაა გათვალისწინებული, რომ ერთ-ერთი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციისგან წარდგენილი. ჩემი დასახელება მოხდა წარმოდგენილი ოპოზიციონერების მიერ და უმრავლესობამაც მხარი დაუჭირა. არანაირი თანამდებობა არ არის, პასუხისმგებლობა არის ის, რომ უფრო აქტიური გახდეს საპარლამენტო კონტროლის ის მექანიზმები, რომელიც საპროცედურო კომიტეტს ავალია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S