ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა
28/01/2022 16:02:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელის დღეს ეროვნული თანხმობის თემაზე ტელემედიის ჟურნალისტებს ხვდება, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე მას უარი უთხრა.
„არ მქონია მასთან არანარი ურთიერთობა თითქმის ბოლო წელიწადნახევარია. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი [ეროვნული თანხმობის] და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ „მე პოლიტიკაში არ ვარო“. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა“.
პრეზიდენტმა კონკრეტულად არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა რწმენა, რომ ვანიშვილი ნამდვილად ჩამოშორდა პოლიტიკას:
„რწმენა თუ არარწმენა, ვერაფერს გეტყვით. ჩემი გამოცდილება არის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. სხვათა შორის, იმასაც ვიტყვი: იმ დღიდან, რაც ვიყავი არჩეული და რაც მითხრა იმ დღეს, რომ მისგან არ იქნებდა არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია, ეს შესრულებული იქნა“.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, პოლიტიკოსებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მართავს შეხვედრას.


