Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს

31/01/2022 08:17:06 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება,– ამის შესახებ პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ პარტია და ზოგადად, ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა. ამ კონტექსტში მან საქართველოს ექს–პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა დასახელა და აღნიშნა, რომ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი ღერძი იქნება „საჯარო მხილება რეჟიმის: თუ როგორ ეპყრობა რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით, როგორ მოექცა მას“ და ამისთვის საგამოძიებო კომისიას დღესვე დაარეგისტრირებენ:

"ფრაქცია პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი უშუალო ვალდებულება იქნება, ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რომ ყველა ეტაპზე, არამხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მწვავე პროტესტი გვქონდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის".

მეათე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის არჩევნებით არჩეულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მუშაობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 2021 წლის 8 ივნისს დაიწყო. პარტია მიიჩნევდა, რომ არჩევნები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რაც ფრაქცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მიზეზი 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S