რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
31/01/2022 09:21:17 პოლიტიკა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი.
მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. ჯამი მან 18 ხმა მიიღო.
წალენჯიხის მსგავსად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებს“.
რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 16, „ნაციონალური მოძრაობის“ 16 და პარტია „საქართველოსთვის“ სამი დეპუტატია წარმოდგენილი.


