დმიტრო კულება: "მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ფოკუსირებულ რეაქციას"
02/02/2022 17:07:00 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას უკრაინიის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე და აღნიშნავს, რომ მიესალმება ფოკუსირებულ რეაქციას.
მისი თქმით, საქართველო ალბათ სხვებზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში:
„საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე – ნება და უნარი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები.


