Accentnews.ge
„მაშინ გვიბრძანეს, ერთადერი სიტყვა არ ჩაგვეწერა“ – გოგუაძე რეზოლუციის ირგვლივ წარმართულ „მძიმე მოლაპარაკებებს“ იხსენებს

„მაშინ გვიბრძანეს, ერთადერი სიტყვა არ ჩაგვეწერა“ – გოგუაძე რეზოლუციის ირგვლივ წარმართულ „მძიმე მოლაპარაკებებს“ იხსენებს

03/02/2022 15:12:44 პოლიტიკა

„დროას“ წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების კონტექსტში, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები, ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული რეზოლუცია და მის ირგვლივ კოალიციურ ხელისუფლებაში წარმართული დებატები გაიხსენა.

„მაშინ ერთადერი სიტყვა გვიბრძანეს, არ ჩაგვეწერა და ეს იყო „სანქციის“ ხსენება. [გვიბრძანა – რედ] ვინც იღებდა ხოლმე გადაწყვეტილებას...“სანქცია მაინც არ ჩაწეროთო“. ძალიან მძიმე მოლაპარაკებები იყო. ჩვენ არათუ ჩავწერეთ, ერთობლივი რეზოლუციაც მივიღეთ“,– გაიხსენა გოგუაძემ „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, „როდესაც სთანხმდები, რომ ერთი სიტყვა არ ჩაწერო, შემდეგ მიდიხარ იქამდე, რომ რუსეთს აღარ წერ“.

მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც მიმართა:

„მე ვიცი, რას ნიშნავს დეპუტატის პასუხისმგებლობა, პრინციპული პოზიცია და როდესაც ისინი ამ რეზოლუციას უჭერენ მხარს, სადაც რუსეთს, როგორც მტრს არ ასახელებენ და მათ რაოდენობაზე დგას ბიძინა ივანიშვილის სრულიად მარგინალური და მხდალი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიაქანებს რუსეთისკენ, სწორედ ამ დეპუტატების მონაწილეობით ხდება ეს. დგება მომენტი, როდესაც „ქართული ოცნება“ უნდა დატოვო, რათა არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს დამარცხებაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S