"საქართველო აცნობიერებს, რამდენად გადამწყვეტია ევროპული ერთიანობა, იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“
04/02/2022 13:10:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "საქართველო აცნობიერებს, რამდენად გადამწყვეტია ევროპული ერთიანობა, იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


