Accentnews.ge
"განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას"

"განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას"

04/02/2022 17:01:46 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას".

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯის კარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქრთველოსა და აზერბაჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯის კარის საკითხი არ არის დღის წესრიგში", – აცხადებს საგარეო უწყების პრეს–სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს განჯის ჭიშკრის დაბრუნებაზე, რომელიც გელათის მონასტერში ინახება, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა 3 თებერვალს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააჟღერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S