Accentnews.ge
"ადრე რუსეთი ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში საიდუმლო ბიოლაბორატორიას მართავდა, კრემლის ქმედებები არ იძლევა გარანტიას, რომ ის არ გამოიყენებს ცრუ საბაბს უკრაინაზე თავდასასხმელად"

"ადრე რუსეთი ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში საიდუმლო ბიოლაბორატორიას მართავდა, კრემლის ქმედებები არ იძლევა გარანტიას, რომ ის არ გამოიყენებს ცრუ საბაბს უკრაინაზე თავდასასხმელად"

05/02/2022 07:00:27 პოლიტიკა

თეთრი სახლის პრეს–სპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, კრემლის წარსული ქმედებები არ იძლევა გარანტიას, რომ ის არ გამოიყენებს ცრუ საბაბს უკრაინაზე თავდასასხმელად.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს ყალბი საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

"რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიას მართავდა, ეს ნარატივი რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა", – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიზანია, რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ცრუ საბაბი გამოიყენოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S