Accentnews.ge
"პრემიერის დავალებით შევისწავლეთ, ლიცენზიის დარღვევის გამო კომპანიამ მანგანუმის მოპოვება შეაჩერა"

"პრემიერის დავალებით შევისწავლეთ, ლიცენზიის დარღვევის გამო კომპანიამ მანგანუმის მოპოვება შეაჩერა"

06/02/2022 16:07:07 პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეისწავლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021“ - ისა და შპს „მნ ნორთი“ - ს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021“ - ის მიერ ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთი“ - ს, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ - ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია.

გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S