Accentnews.ge
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ

07/02/2022 06:00:53 პოლიტიკა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური თბილისის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლიათ, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

  • ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში.
  • წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით.
  • წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S