ბაჩანა შენგელია - ენმ-ს: "არ დაუშვათ ზუგდიდში გახარიას თანაგუნდელის თავმჯდომარეობა"
07/02/2022 08:04:59 პოლიტიკა
ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, 2018 წლის არჩევნების პერიოდში გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, არ დაუშვან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ექს-პერმიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევა.
„იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა. ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან [ენმ-სთან] და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.


