კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
07/02/2022 11:18:38 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ლელოს" ლიდერისთვის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საფუძვლად კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ნორმა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მანამდე კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც დაუჭირა მხარი.
საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებენ.


