"სააკაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა"
07/02/2022 12:45:17 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა.
"ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, ჰქონდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, თუ ამის საჭიროება არსებობს და სამართლიანი სასამართლო პროცესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ელჩის თქმით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაა.
„ეს საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, არსებობს კომისიის შექმნის შესაბამისი წესები და პროცედურები. ეს არის მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობა“.


