Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარუდგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარუდგინა

07/02/2022 13:04:19 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე კანდიდატურები წარუდგინა.

პრემიერი პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ალფაიძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი კარლო კაციტაძისა და ემზარ გაგნიძის კანდიდატურებს სთავაზობს.

აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, საკითხის განხილვას კვალიფიციურად მიუდგნენ.

პარლამენტმა საკუთარი არჩევანი ორი კანდიდატიდან თითო-თითოზე უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ზემოთ აღნიშნული სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე იქმნება, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე გააუქმა.

ცნობისთვის: დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შალვა პაპუაშვილთან ორ საკითხზე - პარლამენტის თავმჯდომარის ნატოში ვიზიტისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის შესახებ ისაუბრა. დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ ახალ სამსახურებში ხელმძღვანელები არ შეირჩევიან მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S