Accentnews.ge
სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა

სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა

07/02/2022 13:33:19 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს „სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას".

რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით. თუკი 3 დეპუტატს, როგორც დაგეგმილია, მანდატები გაუუქმდება, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება საჭირო 50 ხმის შეგროვება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმას ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ გარეშე, დამოუკიდებლადაც შეაგროვებს. „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანი სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S