Accentnews.ge
"მხოლოდ სააკაშვილის თანხმობა ვიდეოების გამოსაქვეყნებლად საკმარისი არ არის"

"მხოლოდ სააკაშვილის თანხმობა ვიდეოების გამოსაქვეყნებლად საკმარისი არ არის"

07/02/2022 14:32:28 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თანხმობა საკმარისი არ არის იმ ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად, რომელიც ასახავს მესამე პრეზიდენტის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანას.

უწყება განმარტავს, რომ კადრების გასაჯაროების შეიძლება, თუ "პროცესში მონაწილეების" უსაფრთხოება არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი", - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

მისი თქმით, ამ ვიდეომასალების გავრცელების საკითხზე ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით:

"სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S