პოლონეთის პრეზიდენტი: "საქართველო და უკრაინა ყოველთვის იყვნენ ნატო–ს ერთგული პარტნიორები და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ გვახსოვს ისინი"
07/02/2022 17:10:23 პოლიტიკა
ნატო-მ ივნისში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე შეხვედრები უნდა გამართოს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ნატო–ს მომავალ სამიტზე და მე გენერალურ მდივანს შევთავაზე, რომ ჩავატაროთ შეხვედრები ფორმულით - "ნატო-უკრაინა" და "ნატო-საქართველო“, - განაცხადა დუდამ და დასძინა, რომ ეს შეხვედრები უნდა გაიმართოს სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე, "რათა მოხდეს ამ ქვეყნებისთვის სოლიდარობის ჩვენება".
"საქართველო და უკრაინა ყოველთვის იყვნენ ნატო–ს ერთგული პარტნიორები და ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ გვახსოვს ისინი. დღეს ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ალიანისის მიმართ სანდოობისთვის“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: ნატოს მორიგი სამიტი 2022 წლის ივნისში მადრიდში გაიმართება.


