კალაძე - საკრებულოში მისვლაზე: "ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა, ამას გადავწყვეტ მე"
08/02/2022 09:35:58 პოლიტიკა
"ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა, ამას გადავწყვეტ მე", – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კალაძემ მისი მოადგილის ირაკლი ხმალაძის საკრებულოში დაბარებაზე დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ენმ–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მან აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებულ ყველა უკანონო მშენებლობას მოჰყვა სათანადო რეაგირება:
"ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას" ცხვირ-პირში ამ ტყუილისთვის. ამას გადავწყვეტ მე. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომ მას არ მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება, მუნიციპალიტეტის მხრიდან", – განაცხადა კალაძემ.
უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი კახა გულედანი ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე მიიწვიეს. ხმალაძე სხდომაზე არ მივიდა.


