Accentnews.ge
მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

09/02/2022 10:02:24 პოლიტიკა

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ამის შესახებ პრემიერ–მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, რომელიც ამ დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს კი ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც დღემდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.

რაც შეეხება უკვე ყოფილ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, იგი პრემიერის თქმით, იგი "რჩება გუნდის წევრად". თუმცა უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას თურნავა.

"სურვილი მაქვს შევიცვალო სფერო და ვრჩები ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად", – განაცხადა, თავის მხრივ, თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S