Accentnews.ge
"გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები"

"გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები"

09/02/2022 10:12:08 პოლიტიკა

მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მან გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის.

„მინდა მადლობით დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს. სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წელი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ, საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო რთული წლები, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახალა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება გეგმებს. ეს სამი წელი არ იყო მარტივი. ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო და რთული იყო. მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერ ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა, მედიას, იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით",-განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ამის შესახებ პრემიერ–მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, რომელიც ამ დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს კი ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც დღემდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S