Accentnews.ge
"თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უფლება ხელშეუხებელია, იგივე უფლებები უნდა არსებობდეს მოლდოვასთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის"

"თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უფლება ხელშეუხებელია, იგივე უფლებები უნდა არსებობდეს მოლდოვასთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის"

09/02/2022 10:43:29 პოლიტიკა

"თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უფლება ხელშეუხებელია, იგივე უფლებები უნდა არსებობდეს მოლდოვასთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება ეუთო-ს ეგიდით კრემლის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

„სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და დღემდე აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. სწორედ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო წარმოდგენილობას მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის სურვილისა და ეუთო-ს ვალდებულებების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა შერმანმა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეუთო-ს განახლებული დიალოგის ინიცირების საინაუგურაციო შეხვედრაზე.

მისი შეფასებით, რუსეთი მისი ქმედებებით ზიანს აყენებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო კანონს და საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S