Accentnews.ge
ნატო–ს გენმდივანი საქართველო–უკრაინასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის შეთავაზებას მხარს უჭერს

ნატო–ს გენმდივანი საქართველო–უკრაინასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის შეთავაზებას მხარს უჭერს

09/02/2022 19:03:08 პოლიტიკა

ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველო–უკრაინასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის შეთავაზებას მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება მან ესპანურ მედიასთან გააკეთა.

ჟურნალისტმა გენმდივანს ჰკითხა, რამდენად კარგ იდეად მიაჩნია საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მადრიდის სამიტზე მიწვევა.

„დიახ, მიმაჩნია, რომ ეს კარგი მოედანია პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ვფიქრობ, გვჭირდება ფორმატის განსაზღვრა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-მ ივნისში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე შეხვედრები უნდა გამართოს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ 7 თებერვალს ბრიუსელში ალიანსის სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ნატო–ს მომავალ სამიტზე და მე გენერალურ მდივანს შევთავაზე, რომ ჩავატაროთ შეხვედრები ფორმულით - "ნატო-უკრაინა" და "ნატო-საქართველო“, - განაცხადა დუდამ და დასძინა, რომ ეს შეხვედრები უნდა გაიმართოს სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე, "რათა მოხდეს ამ ქვეყნებისთვის სოლიდარობის ჩვენება".

"საქართველო და უკრაინა ყოველთვის იყვნენ ნატო–ს ერთგული პარტნიორები და ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ გვახსოვს ისინი. დღეს ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ალიანისის მიმართ სანდოობისთვის“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ნატო–ს მორიგი სამიტი 2022 წლის ივნისში მადრიდში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S