Accentnews.ge
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

10/02/2022 11:34:57 პოლიტიკა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ამასთან, პარლამენტში უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად.

10 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო:

„დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით".

როგორც ნათელაშვილმა თქვა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ვერ შედგა და „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით, „მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება“, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ „ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რისი გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს“.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მზად არიან შეეჭიდონ "იმ ფრონტს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით".

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას აპირებს მომავალ კვირაში, როცა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები უნდა განახლდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S