Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძემ და ლონდონში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ნიკოლოზ სამხარაძემ და ლონდონში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

11/02/2022 08:08:25 პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას.

„საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ბრიტანეთში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შევხვდით ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, უკრაინის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებს, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. საუბარი ძირითადად შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას. მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა უკრაინის ელჩთან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S