Accentnews.ge
„ატლანტიკური საბჭოს“ 2022 წლის გლობალურ სტრატეგიაში, მათ შორის რუსეთის აგრესიასა და საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების აუცილებლობაზეა საუბარი

„ატლანტიკური საბჭოს“ 2022 წლის გლობალურ სტრატეგიაში, მათ შორის რუსეთის აგრესიასა და საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების აუცილებლობაზეა საუბარი

11/02/2022 09:14:59 პოლიტიკა

„ატლანტიკური საბჭოს“ 2022 წლის გლობალური სტრატეგიაში, მათ შორის რუსეთის აგრესიასა და საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების აუცილებლობაზეა საუბარი.

სტრატეგიაში სახელწოდებით „კრემლის აგრესიის ჩაშლა დღეს, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის ხვალ“ აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ 2021 აშშ-ისა და ნატო-სთვის წარდგენილი მოთხოვნები მიზნად ისახავს ალიანსის გაფართოების შეჩერებას და აშშ-ის ევროპიდან გასვლას.

"პუტინი აცნობიერებს, რომ უკრაინაში, საქართველოში ან ბელარუსში თავისუფლება და დემოკრატია წარმატებას თუ მიაღწევს, თუ ისინი მიჰყვებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატებულ გზას, მხოლოდ დროის საკითხი იქნება, რომ რუსმა ხალხმა საკუთარი თავისთვის მეტი მოითხოვოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, კრემლის პროვოკაციების სია გრძელია და მოიცავს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, სამხედრო მოქმედებებს, საზღვრების ძალით შეცვლას, მუდმივ კიბერშეტევებს; აგრეთვე, არჩევნებში ჩარევას აშშ-სა და სხვა მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში, მკვლელობებს საზღვარგარეთ, დეზინფორმაციულ კამპანიებს, გადატრიალების მცდელობებსა და დიქტატორების მხარდაჭერას.

ანგარიშში დასახელებულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, რომელთა მიხედვით, შავ ზღვაში ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან აშშ-მა თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს, მათ თავდაცვას მხარი დაუჭიროს და დააწესოს პროპორციული სანქციები მოსკოვის მიერ საქართველოში მიმდინარე აგრესიის გამო.

ატლანტიკური საბჭოს რამდენიმე რეკომენდაციითაც გამოდის. კერძოდ, ნატო-მ გაცილებით მეტი უნდა იმუშაოს შავი ზღვის რეგიონში შეკავების გასაძლიერებლად, აშშ-მა უნდა იმუშაოს ნატო-ს მოკავშირეებთან, საქართველოსა და უკრაინასთან – ორ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც უშუალოდ რუსეთის ოკუპაციის წინაშე დგანან.

დოკუმენტის მიხედვით, შავ ზღვაში პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო-მ ოდესის საპორტო ობიექტების მშენებლობას ხელი უნდა შეუწყოს, რაც ალიანსის ხომალდებს მოემსახურება და ბრიუსელმა ანალოგიურად უნდა იმოქმედოს საქართველოსთან მიმართებაშიც. ანგარიშის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უნდა ახლდეს აშშ-ის ხელმძღვანელობით დიპლომატიური ძალისხმევა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რათა ფოკუსირება მოხდეს კრემლის მიმდინარე აგრესიაზე საქართველოში.

ატლანტიკური საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ნატო უნდა შეეცადოს სამი ყოველწლიური სამხედრო წვრთნის: „მცველი მახვილის“ (სახმელეთო წვრთნები რუმინეთთან, უნგრეთთან და ბულგარეთთან), „ზღვის ქარის“ (საზღვაო წვრთნები უკრაინასთან) და „ღირსეული პარტნიორის“ (სახმელეთო წვრთნები საქართველოსთან) გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონული საფრთხის საერთო გაგებას და თანამშრომლობას საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სფეროში, ასევე უკრაინამ და საქართველომ შესაძლოა, გააძლიერონ ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივები. ანგარიშის მიხედვით, აშშ-მა უნდა შეისწავლოს ნატო-ს დაზვერვის გაფართოებული თანამშრომლობა ფინეთთან და შვედეთთან ბალტიის ზღვაში, საქართველოსთან და უკრაინასთან, ასევე რუმინეთთან და ბულგარეთთან შავ ზღვაში.

„საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაძლიერებლად და, ისევ და ისევ, კრემლის გენერალური შტაბის გეგმების გასართულებლად, ვაშინგტონმა უნდა განათავსოს აშშ-ის ინფრასტრუქტურა (ლოგისტიკა, აღჭურვილობა, საჰაერო ზოლი) აშშ-ის საჰაერო ძალების გამოსაყენებლად. ეს საკმაოდ არასაკმარისია აშშ-ის ბაზის შესაქმნელად, მაგრამ უზრუნველყოფს აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფნას საქართველოში, ასევე გაზრდის ნატო-ს თავსებადობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S