"შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამი მოკავშირე და ორი მჭიდრო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო გვყავს"
11/02/2022 13:00:09 პოლიტიკა
შავი ზღვა ნატო–სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. შესაბამისი განცხადება ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქვყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ მიხაილ კოგალნიცეანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.
"ნატო–ს სამი მოკავშირე არის ზღვისპირა სახელმწიფოები ისევე, როგორც ჩვენი ახლო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას ნატო–სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები.


