Accentnews.ge
ესტონეთის ექს–პრეზიდენტი: "რომ გვცოდნოდა პუტინი კრემლში 2022 წლამდე დარჩებოდა, ქართველებსა და უკრაინელებს ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობას ვეტყოდით"

ესტონეთის ექს–პრეზიდენტი: "რომ გვცოდნოდა პუტინი კრემლში 2022 წლამდე დარჩებოდა, ქართველებსა და უკრაინელებს ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობას ვეტყოდით"

11/02/2022 13:36:24 პოლიტიკა

ესტონეთის ექს–პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, რომ სცოდნოდათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის ლიდერი 2022 წლამდე იქნებოდა, ქართველებსა და უკრაინელებს ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობას ეტყოდნენ.

"2008 წელს პუტინი ხელისუფლებაში 8 წლის განმავლობაში იყო. ჩვენ რომ გვცოდნოდა, იგი კრემლში 2022 წლამდე და 2030 წლამდეც დარჩებოდა, ქართველებსა და უკრაინელებს ვეტყოდით "ნატო–ში გირებთ", – განაცხადა ილვესმა.

მისი შესაფესებით, საქართველო სადღეისოდ მქონე მდგომარეობით ალიანსში გაწევრიანებას რთულად შეძლებდა:

"წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მხოლოდ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას არ ითვალისწინებს. MAP ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ამ პარამეტრის მიხედვით კი, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას რთულად თუ შეძლებდა. ბოლო წლებში, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, სიტუაცია იქ საგრძნობლად გაუარესდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S