"გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს"
11/02/2022 14:33:16 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "2021 წლის დემოკრატიის ინდექსში" საქართველოს პოზიციის გაუარესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს.
"გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი ამ გზაზე უკეთ მიდიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს გადახრას ავტორიტარული მეზობლების მიმართულებით, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, ლუკაშენკოს ბელარუსი", - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
ჟურნალ „ეკონომისტის” ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია "The Economist Intelligence Unit"-ის "2021 წლის დემოკრატიის ინდექსის" თანახმად, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით გაუარესდა. 2021 წელს 10-ქულიან შკალაზე საქართველოს საერთო ქულა 5.12-ია, მაშინ, როცა 2020 წელს 5.31 იყო.


