"ნაციონალური მოძრაობა" სუს-ის უფროსს "ქოლ-ცენტრების" საქმეზე პარლამენტში იბარებს
14/02/2022 09:38:05 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მიაწოდა მედიას.
"ჩვენი ინფორმაციით, ის გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი, ამ ადამიანის წინააღდეგ სავარაუდოდ დაწყება გამოძიება როგორც მთავარი ე.წ. კრიშა ქოლ-ცენტრებისა, საიდანაც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ამ ბრიფინგს წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ:
"ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით, ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ".


