ჯანდაცვის მინისტრი: "საუბარი, რომ პრემიერი ანტივაქსერია, არასწორია"
14/02/2022 10:18:21 პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის.
"რა თქმა უნდა, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორჯერ ვაქცინა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში...იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არ არის, ვფიქრობ, რომ არასწორია. ვისმენდი [პრემიერის დღევანდელ განცხადებას] და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. იყო ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
იხილეთ ასევე: პრემიერი განმარტავს, რატომ გაუქმდა საქართველოში "მწვანე პასპორტები".


