"2-3 წელიწადში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინების საკითხს"
14/02/2022 10:30:24 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს ბინით უახლოეს წლებში დააკმაყოფილებენ.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ 2-3 წელიწადში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინით დაკმაყოფილების საკითხს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამოაცხადა ინიციატივა, რომლის თანახმად, მთავრობა სამშენებლო კომპანიებს დაუკეთავს საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას თუ დამატებით ფინანსურ რესურსს ბანკებიდან თავად მოიძიებენ, სახელმწიფო კი დანახარჯებს 3-5 წელში აუნაზღაურებს.
„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


