Accentnews.ge
"სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რამდენად არის პრემიერი ვაქცინაციის მხარდამჭერი"

"სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რამდენად არის პრემიერი ვაქცინაციის მხარდამჭერი"

14/02/2022 10:43:54 პოლიტიკა

მუშაობს თუ არა „ომიკრონზე“ ვაქცინა? - ვფიქრობ, რომ ამაზე შეიძლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ ჰქონდეს პასუხი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე სპეკულაციები უსაფუძვლოა, რადგან, როგორც დავითაშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვიდა და იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

"დღეს პრემიერმა ისაუბრა ძირითადად იმაზე, რომ ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით ახალი რეალობა და ახალი გარემოებები დადგა. შესაბამისად, პროცედურები გადაიხედა. რაც შეეხება იმას, რომ ამას მოყვა გამოხმაურება, რომ რამდენად მხარდამჭერია პრემიერი ვაქცინაციის, ამაზე სპეკულაციები მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან პრემიერი იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც პირველი ვაქცინების შემოტანა მოხერხდა და ქვეყნის სწრაფი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. რაც შეეხება „ომიკრონზე“ მუშაობს თუ არა ვაქცინა მე ვფიქრობ, რომ ამაზე შეიძლება ჯანმოსაც არ ჰქონდეს პასუხი. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. მე ხომ არ ვარ ეპიდემიოლოგი ან ინფექციონისტი რომ გითხრათ, რა მუშაობს და რა არ მუშაობს", - განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S