ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
14/02/2022 12:09:24 პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს, 25 ხმით არცერთის წინააღმდეგ.
კანდიდატს მხარი დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ". "ქართულ ოცნებას" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა იყო საჭირო. ზუგდიდში მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ - 22, "ქართული ოცნება" - 20, "პარტია საქართველოსთვის" - 3.


