Accentnews.ge
„ოცნება“ ნათელაშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს

„ოცნება“ ნათელაშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს

14/02/2022 16:27:28 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის, „ლელო"-ს გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის და „დროა"-ს ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააცნო მედიას მდინარაძემ.

ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს 12 იანვრის ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S