Accentnews.ge
შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს

15/02/2022 11:01:02 პოლიტიკა

„ლეიბორიტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს. იგი დეპუტატებს მიმართავს, ხვალ განცხადება დაწერონ "ქართული ოცნების" სახელზე და უარი თქვან მანდატებზე რადგან“ ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი" მათგან.

„ვინც არის დღეს საპარლამეტო ოპოზიციაში და არ უნდა ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის ქოცხროვას მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწვეტაზე. ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან მეგობრებო.ნახავთ როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრედება ეს მეგობრებო,გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით.მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ",- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ და "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდეს, კენჭისყრაზე ან არ დააყენონ, ან დაყენების შემთხვევაში მხარი არ დაუჭირონ დეპუტატების, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

10 თებერვალს, მას შემდეგ რაც პარლამენტს უკვე დაწყებული ჰქონდა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტი პროცედურა. მან განაცხადა, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, დეპუტატად არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, საქმიანობის დაწყებას აპირებდა.

14 თებერვალს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო გადაწყვეტილება, რომლითაც „ოცნება" იხელმძღვანელებს ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის კენჭისყრაზე. როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „ლელო"-ს გენერალურ მდივან ბადრი ჯაფარიძისთვის და „დროა"-ს ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. შალვა ნათელაშვილს უმრავლესობა არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის უწყვეტს მანდატს. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S