Accentnews.ge
თალაკვაძე – ოპოზიციის "სათადარიგო სიების" აღდგენაზე: "მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ"

თალაკვაძე – ოპოზიციის "სათადარიგო სიების" აღდგენაზე: "მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ"

15/02/2022 10:04:27 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ აპირებენ ოპოზიციის წინადადება გაითვალისწინონ და ცესკოდან ჩახსნილი ე.წ. სათადარიგო სიების აღსადგენად რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღონ.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავის დროზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.

"თავის დროზე, ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გზის მოჭრა უკან. დღეს სწორედ უკან სურთ დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილების გამო ამას ვერ აკეთებენ. ამიტომ, როდესაც მათ პრეტენზია აქვთ ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსზე, დროა, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს. როდესაც რაღაც გააკეთეს, რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს, როცა ყველა არწმუნებდა რომ ეს არ გაეკეთებინათ, დღეს საპირისპირო ბრიფინგებით თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ საზოგადოებისთვის. არ ვაპირებთ ამის განხილვას, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და გაუქმებას მხარს დაუჭერენ.

დღეს ოპოზიციის წევრი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას მიმართა აღედგინათ ოპოზიციის სურვილითვე ჩახსნილი ე.წ. სათადარიგო სიები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S