Accentnews.ge
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის სტატუსი შეუწყდა

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის სტატუსი შეუწყდა

15/02/2022 13:58:20 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კახა კუჭავას დეპუტატის სტატუსი შეუწყდა.

კენჭისყრა 15 თებერვალს გაიმართა. მომხრე 78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 5.

კუჭავამ თავმჯდომარისა და დეპუტატის თანამდებობაზე უარი ერთდროულად თქვა და ამის შესახებ 24 დეკემბერს "ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

კუჭავას ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" შალვა პაპუაშვილი წარადგინა და 29 დეკემბერს დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S